LIVE

გერმანიის ეკონომიკის მიმართ ინვესტორების ნდობა იკლებს

16 აგვ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 405
გერმანიის ეკონომიკის მიმართ ინვესტორების ნდობა იკლებს

ინვესტორების ნდობა გერმანიის ეკონომიკის მიმართ, ენერგიის ფასების ზრდის პარალელურად, კიდევ უფრო დაეცა.

ZEW ინსტიტუტის მოლოდინების მაჩვენებელი აგვისტოში -55,3-მდე დაეცა წინა თვის -53,8-თან შედარებით, რაც ჩამოუვარდება ეკონომისტების შეფასებას მცირე ზრდასთან დაკავშირებით. გაუარესდა მიმდინარე პირობების ინდექსიც.

ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა, რომელიც მეორე კვარტალში ვერ გაიზარდა, რუსეთიდან შემცირებული ენერგიის იმპორტის ფონზე ზეწოლას განიცდის, რაც მომდევნო თვეებში რაციონირების საფრთხეს ზრდის. ქვეყანაში შინამეურნეობებს წლიურად დამატებით 290 ევროს გადახდა მოუწევთ.

უფრო პოზიტიური მხარეს, Nord Stream-მა გაზის მიწოდება გასულ თვეში განაახლა, მას შემდეგ, რაც დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები დასრულდა. ქვეყნის საცავებმა შევსების დონეს დაგეგმილ ვადაზე ადრე მიაღწიეს, რაც აძლიერებს მოლოდინს, რომ დეფიციტი შესაძლოა თავიდან აცილებადი იყოს.

კანცლერმა ოლაფ შოლცმა გასულ კვირას მოქალაქეებს პირობა მისცა, რომ ფინანსური დახმარების მესამე პაკეტს მიიღებენ, რათა ცხოვრების ხარჯების კრიზისს გაუმკლავდნენ. მისი ადმინისტრაცია ჩქარობს შეამციროს ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე, ენერგორესურსების დაზოგვის ღონისძიებების გატარების პარალელურად.

ამავდროულად, წყლის დაბალი დონე რაინზე, საკვანძო სატრანსპორტო რგოლზე, საფრთხეს უქმნის საწვავის და სხვა საქონლის გადაზიდვას, რაც პოტენციურად აუარესებს მიწოდების პრობლემებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ ვებერი