LIVE

საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, საუკეთესო ბანკად დაასახელა

16 აგვ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 94
საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიო მასშტაბით გამოავლინა საუკეთესო კორპორატიული/ინსტიტუციონალური ციფრული ბანკები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მათ შორისაა საქართველოს ბანკიც, რომელიც საერთაშორისო გამოცემამ ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა. 

„სწრაფად მზარდ ციფრულ ბიზნესგარემოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ციფრული ტექნოლოგიები, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს დღეს ბიზნესის სამომავლო წარმატებას. Global Finance-ის მხრიდან მსგავსი აღიარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაციისაკენ სწორი გეზი გვაქვს აღებული. ეს ჯილდო ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას იღებდა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო სერვისებისა და პროდუქტების შექმნასა და მიწოდებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორც უკვე არსებული პროდუქტებისა და სერვისების დახვეწას, ასევე ინოვაციების დანერგვას, რათა მეტი შესაძლებლობები შევუქმნათ ჩვენს ბიზნესმომხმარებელს“, - განაცხადა სულხან გვალიამ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

მსოფლიო მასშტაბით გამარჯვებული ბანკები Global Finance-მა შეარჩია ისეთი კრიტერიუმების მიხედვით როგორიცაა: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების მოხერხებული ფუნქციონალი და დიზაინი.

შეგახსენებთ, გამარჯვებული ბანკები საერთაშორისო გამოცემამ აფრიკიდან, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეარჩია. საუკეთესო ბანკები კი ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრებისა და Global Finance-ის რედაქტორების შერჩევის შედეგად დასახელდნენ.

(R)