LIVE

საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს - ლაშა ხუციშვილი

15 აგვ 202216:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 372
საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს - ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს. მინისტრის განმარტებით, ამას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური აქტივობა უზრუნველყოფს.

„ბოლო პერიოდში ლარი გამყარებულია. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისას, ლარი დოლართან მიმართებით 3.40-ის ფარგლებში იყო. შემდეგ სტაბილურად, დაახლოებით 3.05 ფარგლებში მერყეობდა. დღეს კი, ბოლო ორი დღის ვაჭრობის შედეგად, 2.80-ის ფარგლებშია.

ყველა ის ფაქტორი, რაც ქვეყანაში ფულადი ნაკადების შემოდინებას განსაზღვრავს, ეს არის ექსპორტის მზარდი მონაცემები, ტურიზმის აღდგენის მზარდი მაჩვენებელი თუ ფულადი გადმორიცხვების მზარდი მონაცემები, ბუნებრივია, უზრუნველყოფს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.