LIVE

Wall Street-ი რუსული ობლიგაციებით ვაჭრობას აბრუნებს- Reuters

15 აგვ 202210:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 615
Wall Street-ი რუსული ობლიგაციებით ვაჭრობას აბრუნებს- Reuters

Reuters-ის ცნობით, Wall Street-ის ძირითადი ბანკები, მათ შორის JPMorgan-ი, Barclays და Citigroup-ი, რუსული კორპორაციული ვალისა და სახელმწიფო ბონების შემსუბუქების შეთავაზებას აკეთებენ. ეს ინვესტორებს კიდევ ერთ შანსს მისცემს დასავლეთში ტოქსიკურად აღქმული აქტივები მოიშორონ.

ნაბიჯი ბანკების მხრიდან მას შემდეგ გადაიდგა, რაც აშშ-ს ხაზინამ ამერიკელ მფლობელებს მათი პოზიციების შემცირების საშუალება მისცა.

Bloomberg-მა 11 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ Barclays და Jefferies Financial Group-ი იმ ფირმებს შორის იყვნენ, რომლებიც რუსეთის მთავრობის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციებით ვაჭრობის უეცარ ზრდას ხელს უწყობდნენ. Reuters-მა ამ სიაში ასევე დაასახელა Bank of America, Deutsche Bank-ი და Jefferies.

აშშ-ის ხაზინამ რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები იმით გააძლიერა, რომ ივნისში ინვესტორებს ქვეყნის ვალების მეორად ბაზრებზე შეძენა აუკრძალა. ეს ნიშნავს, რომ ამერიკულ ფირმებს შეუძლიათ რუსული ვალის შენახვა ან გაყიდვა, მაგრამ არ შეუძლიათ მისი შეძენა. წესები ვრცელდება როგორც კორპორაციულ და სუვერენულ ვალებზე, ასევე აქციებზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეტრინ ბოსლი