
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 მილიონ 049 ათასი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 198.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 765.3 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 189.4%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის თანახმად, ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 440.2 ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 749.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 145%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 81.8% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.8% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.5% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.1%-იანი წილით.
აღსანიშნავია, რომ ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 37%-ს შეადგენდა.
2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (52%) დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.
ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარის რეგიონში დაფიქსირდა, შესაბამისად, 512.7ათასი და 375.3 ათასი ვიზიტი.
II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.2 ღამე შეადგინა. ვიზიტების 70.5% განმეორებითი ხასიათის ვიზიტი იყო.