
ბიტკოინის ფასმა ივნისის შუა რიცხვების შემდეგ $25 000-ს პირველად გადააჭარბა.
უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულება 1.6%-ით გაიზარდა და ნიუ-იორკის დროით დაახლოებით დილის 4 საათზე $24,882 შეადგინა. ეს მას შემდეგ, რაც 2%-ზე მეტი გაიზარდა და $25,000-იან ნიშნულს ზემოთ ვაჭრობდა. წინა წელთან შედარებით მისი ფასი ჯერ კიდევ 46,5%-ით არის შემცირებული.
მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა ეთერიუმი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა და $2.011-მდე ვაჭრობს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გაბრიელა მელო