LIVE

საქართველოს ბანკი Global Finance-მა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

12 აგვ 202218:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 607
საქართველოს ბანკი Global Finance-მა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინა საუკეთესო კორპორატიული/ინსტიტუციონალურიციფრული ბანკები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიმათ შორისაა საქართველოს ბანკიც, რომელიც საერთაშორისო გამოცემამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაწეული მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურებისთვის საუკეთოდ უკვე მეორედ დასახელა. 

გამარჯვებული ბანკები შეირჩა ისეთი კრიტერიუმების მიხედვით როგორიცაა: ვებ პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნებამომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრულიგამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველციფრულ შეთავაზებებიციფრული ინიციატივებიდან მიღებულ ხელშესახებ შედეგებიმომხმარებლისთვის და ა.შ.  

"საუკეთესო ბანკად დასახელება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაწეული მომსახურებისთვის, არის დიდი პატივი ჩვენთვის. მით უმეტეს ისეთი საერთაშორისო გამოცემის მიერ, როგორც  Global Finance-ია. ის ფაქტი, რომ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების წინაშე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და აქტიურად ვაგრძელებთ მათ მოსმენას, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები და გამოწვევები,როგორც ჩანს, არ რჩება ყურადღების მიღმა არც ბიზნესის და არც საერთაშორისო გამოცემების მხრიდან.  ეს ჯილდო არის კიდევ უფრო მეტი მოტივაცია, ვიყოთ მაქსიმალურად ახლოს მომხმარებელთან, საჭირო დროს და საჭირო ადგილას, რათა მათთვის სწორედ იმ სერვისების და პროდუქტების მაღალი ხარისხით შეთავაზება შევძლოთ, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას და მისცემს მეტს დროს, განავითარონ ბიზნესი.  მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ქმნიან  საუკეთესო ციფრულ ბანკს  მცირე და საშუალო ბიზნესისთის", - აცხადეს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართლების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი

ინფორმაციისთვის, გამარჯვებული ბანკები Global Finance-მა აფრიკის, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდანშეარჩიასაუკეთესო ბანკები კი ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრებისა და  Global Finance-ის რედაქტორების შერჩევის შედეგად დასახელდნენ.

(R)