LIVE

პუტინის ომმა რუსეთის ეკონომიკა ერთ კვარტალში ოთხი წლით უკან დააბრუნა

12 აგვ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 925
პუტინის ომმა რუსეთის ეკონომიკა ერთ კვარტალში ოთხი წლით უკან დააბრუნა
Mikhail Metzel/AFP/Getty Images

ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრამ რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ოთხი წლით უკან დააბრუნა და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივი რეცესიის გზაზე დააყენა.

ეკონომიკა, რომელიც იმპულსს იძენდა 2022 წლის დასაწყისში, მეორე კვარტალში შემცირდა. Bloomberg-ის მიერ გამოკითხული 12 ანალიტიკოსის მედიანური პროგნოზის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,7%-ით შემცირდა.

“ეკონომიკა დაკარგავს ოთხწლიან ზრდას და მეორე კვარტალში დაუბრუნდება 2018 წლის ზომას. ველოდებით, რომ შეკუმშვა შენელდება მეოთხე კვარტალში, მონეტარული პოლიტიკის მხარდამჭერი ზომების გამო. თუმცა, 2023 წელს ეკონომიკა დაკარგავს კიდევ 2%-ს, რადგან ევროპის ენერგეტიკული აკრძალვა შეამცირებს ექსპორტს”,- ამბობს ალექსანდრე ისაკოვი, რუსეთის ეკონომისტი.

ომთან დაკავშირებულმა სანქციებმა შეაფერხა ვაჭრობა და პარალიზებულია მრეწველობა, შემცირდა მომხმარებელთა დანახარჯებიც. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ვარდნა ჯერჯერობით ნაკლებად მძიმეა, ვიდრე თავდაპირველად ელოდნენ, ცენტრალური ბანკი პროგნოზირებს, რომ ვარდნა გაუარესდება მომდევნო კვარტალებში და არ ელის აღდგენას მომავალი წლის მეორე ნახევრამდე.

“კრიზისი მიდის ძალიან გლუვ ტრაექტორიაზე. ეკონომიკა ყველაზე დაბალ ნიშნულს საუკეთესო შემთხვევაში 2023 წლის შუა რიცხვებისთვის მიაღწევს”, - თქვა ევგენი სუვოროვმა, CentroCredit-ის წამყვანმა ეკონომისტმა.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო ზომები ბაზრებისა და რუბლის რყევების შესაჩერებლად. მან დააწესა კაპიტალის კონტროლი და მკვეთრად გაზარდა საპროცენტო განაკვეთები. გავლენა იქონია ბოლო თვეებში ფისკალურმა სტიმულმა და მონეტარული შემსუბუქების განმეორებითმა რაუნდებმა, რამაც შეარბილა საერთაშორისო სანქციების გავლენა.

რუსეთის ნაბიჯებმა ეკონომიკის სწრაფი ვარნა შეაჩერა. JPMorgan-მა და Citigroup-მა გააუმჯობესეს პროგნოზები და ახლა პროგნოზირებენ წარმოების შემცირებას მხოლოდ 3.5%-ით მთელი წლის განმავლობაში.

თუმცა, რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, მიმდინარე კვარტალში მშპ 7%-ით შემცირდება და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შემცირდეს 2022 წლის ბოლო სამ თვეში. მისი შეფასებით, მეორე კვარტალში ეკონომიკა 4,3%-ით შემცირდა.

ევროპასთსან ენერგომომარაგების გამო დაპირისპირება ახალ რისკებს უქმნის ეკონომიკას. ნავთობის მოპოვების ყოველთვიური კლება აგვისტოში დაიწყება, იტყობინება საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო, რომლის პროგნოზით, მომავალი წლის დასაწყისში რუსეთის ნავთობის მოპოვება დაახლოებით 20%-ით შემცირდება.

“2022 წლის რეცესია ნაკლებად ღრმა იქნება, ვიდრე აპრილში ელოდნენ. ამავდროულად, მიწოდების შოკების გავლენა შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს”, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია