LIVE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

11 აგვ 202217:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1255
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.70 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7016 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.88 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7916 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.