LIVE

დევიდ ბოუი დიდი ბრიტანეთის ყველაზე გავლენიან არტისტად დასახელდა

13 აგვ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 806
დევიდ ბოუი დიდი ბრიტანეთის ყველაზე გავლენიან არტისტად დასახელდა

დევიდ ბოუი მუსიკაში, კინოში და მოდაში მისი როლის გამო ბოლო 50 წლის მანძილზე დიდი ბრიტანეთის ყველაზე გავლენიან არტისტად დასახელდა.

მუსიკოსი Sky Arts-ის 50 გავლენიანი არტისტის სიის სათავეში მოხვდა და 12 Years A Slave-ის ოსკაროსან რეჟისორს სერ სტივ მაკქუინს გაუსწრო. ასევე, It's A Sin-ის მწერალ რასელ ტი დევისს, რომელმაც 2005 წელს Doctor Who გააცოცხლა.

სიაში მოხვდნენ სხვა მუსიკოსებიც, როგორებიცაა Spice Girls, სერ ელტონ ჯონი, Stormzy და Boy George. ასევე, მსახიობები: მაიკლ კოელი და სტივ კუგანი.

სიაში გამოჩნდა ქუჩის არტისტი Banksy-ც, კინორეჟისორი სერ რიდლი სკოტი და დიზაინერები- ალექსანდრე მაკქუინი და ვივიენ ვესტვუდი.

კომიკოსები რიკი ჯერვეისი და ვიქტორია ვუდი სიაში აღმოჩნდნენ ტრეისი ემინთან და Skin-თან ერთად, როკ ჯგუფ Skunk Anansie-ის ვოკალისტთან, რომელიც გლასტონბერის პირველი შავკანიანი ჰედლაინერი იყო 1999 წელს.

სია აღიარებს მსოფლიოში ცნობილ არტისტებს სხვადასხვა კატეგორიებში, როგორიცაა ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კინო და ტელევიზია.

ჟიური, რომელსაც წამყვანი და DJ ლორენ ლავერნი ხელმძღვანელობდა, სიის შესაქმნელად Sky Arts-მა შეკრიბა. დევიდ ბოუი გავლენიანი არტისტების სიის სათავეში სხვადასხვა მედიუმების გადალახვის უნარის გამო მოხვდა.

ბოუი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პატივსაცემი მუსიკოსი, ღვიძლის კიბოთი 2016 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა, 69 წლის იუბილედან ორი დღის შემდეგ.

მისი უნიკალური პორტრეტი შესრულებულია 8500-ზე მეტი ინდივიდუალურად განთავსებული გიტარის პლექტრუმისგან. თითოეულს აქვს ამოჭრილი ფორმა, რომელიც გამოხატავს ყველა იმ მხატვრულ დისციპლინას, რომელზეც ბოუიმ გავლენა მოახდინა.

„ეს პორტრეტი შეიქმნა იმისთვის, რომ დევიდ ბოუი ვიზეიმოთ, როგორც ბოლო 50 წლის ყველაზე გავლენიანი არტისტი. ბოუი იყო მავერიკი და გლობალური ხატი, რომელმაც ახალი ერა დაიწყო პოპულარულ კულტურაში",- განაცხადა არტისტმა ჯო ბლეკმა, რომელმაც ორი მეტრის სიმაღლის ნამუშევარი შექმნა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია