LIVE

ეთერიუმის ფასმა 2-თვიან მაქსიმუმს მიაღწია

11 აგვ 202212:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 442
ეთერიუმის ფასმა 2-თვიან მაქსიმუმს მიაღწია

ეთერიუმის ღირებულებამ 2-თვიან მაქსიმუმს მიაღწია, რაც მიანიშნებს, რომ მონეტის ბლოკჩეინის განახლების გეგმამ მნიშვნელოვანი გამოცდა გაიარა. განახლება პოტენციურად გზას გაუხსნის კრიპტოვალუტის სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას.

მონეტის ფასი აზიის ვაჭრობაში 4.1%-ით გაიზარდა და ტოკიოში 01:58 საათისთვის $1,890 შეადგინა. ამჟამინდელი ფასი ორჯერ აჭარბებს ივნისის უდაბლეს დონეს, $900-ზე ნაკლებს და ბევრად აღემატება ბიტკოინის ზრდას ამავე პერიოდში.

Goerli-ის ტესტი, რომელიც გუშინ ჩატარდა, ერთგვარი რეპეტიცია იყო Ethereum-ის ქსელის ცვლილებებისთვის. სრული შეცვლა მომავალ თვეშია მოსალოდნელი.

მონეტის ბლოკჩეინის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება უკვე წლებია მიმდინარეობს. თუმცა, მისი როლი, როგორც კრიპტო სექტორის დომინანტი კომერციული ძალის, ხაზს უსვამს ცვლილების სენსიტიურობას.

ბლოკჩეინი მხარს უჭერს 3,400-მდე დეცენტრალიზებულ აქტიურ აპლიკაციას, რაც გულისხმობს ყველაფერს გეიმინგიდან ტრეიდინგამდე. CoinMarketCap-ის მიხედვით, ეთერიუმის მონეტებს $229 მილიარდიანი საბაზრო ღირებულება აქვთ.

თუ Goerli-ს ტესტმა მართლაც წარმატებით ჩაიარა, ეთერიუმის ძირითადმა დეველოპერებმა შესაძლოა დღეს უკვე გამოაცხადონ თარიღი, როცა ბლოკჩეინი პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას გაივლის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუვაშრი გოში