LIVE

ტაივანის ეკონომიკა ჩინეთის სავაჭრო შეზღუდვებით შესაძლოა სერიოზულად დაზარალდეს - Goldman

10 აგვ 202215:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 580
ტაივანის ეკონომიკა ჩინეთის სავაჭრო შეზღუდვებით შესაძლოა სერიოზულად დაზარალდეს - Goldman

Goldman Sachs-ის ეკონომისტების მიხედვით, ტაივანის ეკონომიკას შესაძლოა სერიოზული ზიანი მიადგეს, თუ ჩინეთთან დაძაბულობა სრუტის გავლით ვაჭრობას ფართო და ხანგრძლივ შეფერხებამდე მიიყვანს. შეფერხებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გლობალური შედეგებიც გამოიწვიოს.

ეკონომისტების მიხედვით, ეკონომიკურ ზრდაზე ვაჭრობის უკანასკნელი შეზღუდვების გავლენა ტაივანის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ზე ნაკლები უნდა იყოს.

მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ შეფერხებები მხოლოდ შერჩევით, არატექნოლოგიურ პროდუქტებს შეეხება. ეკონომისტების თქმით, უფრო ფართო შეფერხებები, როგორიცაა საქონლის ტრანსპორტირების შეფერხება, შესაძლოა უაღრესად დამაზიანებელი აღმოჩნდეს ტაივანის ეკონომიკისთვის, ხოლო გლობალური ტექნიკური მიწოდების ჯაჭვებისთვის დამღუპველი.

ეკონომისტები წერენ, რომ ტექნოლოგიური საქონელი ჩინეთ-ტაივანის ვაჭრობაში დომინირებს, რაც ტაივანის ექსპორტის დაახლოებით 70%-ს შეადგენს. ამის საპირისპიროდ, საკვები მხოლოდ 0,4%-ს აღწევს.

ტაივანის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩინეთის ეკონომიკური ზომების გავლენაზე განაცხადა, რომ ორი ეკონომიკა ძალიან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ ქვეყნების ელექტრონიკის ინდუსტრია ერთმანეთზე ძლიერად არის დამოკიდებული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სინდი ვენგი