LIVE

მასკმა Tesla-ს $6.9 მილიარდის აქციები გაყიდა

10 აგვ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 678
მასკმა Tesla-ს $6.9 მილიარდის აქციები გაყიდა

ილონ მასკმა Tesla-ს $6.9 მილიარდის აქციები გაყიდა. მასკის განცხადებით, მას სურდა თავიდან აეცილებინა ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ბოლო წუთს გაყიდვა იმ შემთხვევაში, თუ თუ ის იძულებული გახდება Twitter-თან შესყიდვის გარიგება დაასრულოს.

მარეგულირებლის დოკუმენტის მიხედვით, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა 5 აგვისტოს კომპანიის 7.92 მილიონი აქცია გაყიდა.

მიმდევრების კითხვაზე, დაასრულა თუ არა Tesla-ს აქციების გაყიდვა და შეიძენს თუ არა აქციებს ხელახლა, თუ Twitter-ის ყიდვა არ მოუწევს, მასკმა დადებით პასუხი გასცა.

მასკმა კომპანიის აქციების ბოლოს 4 თვის წინ გაყიდა, როცა Twitter-ის შესყიდვის თავდაპირველი შეთავაზების შემდგომ ელექტრომობილების მწარმოებლის $8.5 მილიარდის აქციები მოიშორა. მას შემდეგ Tesla-ს აქციებმა შშ-ს აქციების აღმავალი ეპიზოდით ისარგებლა და მაისის დაბალი დონეებიდან გაიზარდა.

მიმდინარე წლის დაბალი დონეებიდან Tesla-ს აქციები 35%-ით გაიზარდა, თუმცა წლევანდელი ვარდნა მაინც 20%-ზე ნარჩუნდება.

მასკმა ბოლო 10 თვეში კომპანიის $32 მილიარდის აქციები გაყიდა. მილიარდერმა გაყიდვა ნოემბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც Twitter-ის მომხმარებლები გამოჰკითხა იმის შესახებ, უნდა შემცირდეს თუ არა მისი წილი პლატფორმაში. ის ახლა Tesla-ს 14.84% ფლობს და კომპანიის უმსხვილეს მეწილედ რჩება.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით მასკი ახლა $250.2 მილიარდის ქონებას ფლობს და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. აღსანიშნავია, რომ მისი ქონება მიმდინარე წელს $20 მილიარდით შემცირდა, რაც Tesla-ს აქციების ფასის ვარდნამ გამოიწვია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პიტერ ვერკოი