LIVE

Domino’s Pizza იტალიიდან გადის

10 აგვ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 797
Domino’s Pizza იტალიიდან გადის

Domino’s Pizza-ს ისტორია იტალიაში ხანმოკლე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, იტალიელები ამერიკულ ვერსიასთან შედარებით უპირატესობას ადგილობრივ პიცის რესტორნებს ანიჭებენ.

Domino's-ის 29 ფილიალიდან ბოლო იტალიაში 7-წლიანი მუშაობის შემდეგ დაიხურა. რესტორანი მძიმედ არის სესხებით დატვირთული, რომელიც ქვეყანაში 880 ფილიალის გახსნაზე უნდა დახარჯულიყო, თუმცა კომპანიამ ადგილობრივ რესტორნებთან კონკურენციას ვერ გაუძლო.

ამერიკული ქსელი იტალიაში 2015 წელს ePizza SpA-სთან დადებული ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებით შევიდა და თავის დამკვიდრებას გამორჩეული სტრუქტურირებული ეროვნული მიწოდების სერვისით და ამერიკული სტილის ტოპინგებით გეგმავდა.

კომპანიის ამბიციური გეგმები პრობლემების წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ტრადიციულმა პიცის რესტორნება პანდემიის დროს მიწოდების სერვისი გააუმჯობესეს ან მესამე მხარის მიწოდების სერვისებთან დაიწყეს თანამშრომლობა, როგორიცაა Deliveroo, Just Eat, Takeaway.com ან Glovo.

კომპანიას ოპერაციების შემცირება 2020 წლის პიკიდან უკვე დაწყებული ჰქონდა და 29 ივლისს ვებსაიტიდან მიწოდების სერვისიც შეწყვიტა. თუმცა, დახურვის გადაწყვეტილება მაინც მოულოდნელი იყო ზოგიერთი მომხმარებლისთვის.

გადაწყვეტილება მილანში აპრილის ტრიბუნალს მოჰყვა, რომელმაც კომპანიას კრედიტორებისგან სასამართლო დაცვა 90 დღის განმავლობაში მიანიჭა. ზომას, რომელიც კრედიტორებს ვალის დაფარვის მოთხოვნასა და კომპანიისთვის აქტივების ჩამორთმევაში ხელს უშლიდა, ვადა 1 ივლისს გაუვიდა.

უახლესი წლიური ანგარიშების მიხედვით, კომპანიას 2020 წლის ბოლოს 10,6 მილიონი ევროს დავალიანება ჰქონდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გიულია მორპურგო