Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს წილის შემცირებას ევრაზიის განვითარების ბანკში (EDB), რომელიც შეიქმნა ექვსი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის მიერ ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.
რუსეთს, რომელიც ბანკის მაჟორიტარი აქციონერია და 65,97%-იან წილს ფლობს, სურს რომ ცვლილების შემდეგ მას და ბელარუსს ერთად ბანკის აქციების 50%-ზე ნაკლები ეკუთვნოდეთ. სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაცია დაზარალდა აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებით, მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებული ზომებით, თუმცა ევრაზიის განვითარების ბანკი სამიზნე არ ყოფილა.
რუსეთი და ბელარუსი დაფინანსების, იმპორტისა და ტექნოლოგიების მკვეთრი შეზღუდვის წინაშე დგანან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. წლების განმავლობაში რეზერვების შექმნამ ვერ დაიცვა რუსეთი საწყისი შოკისაგან და ახლა ხელისუფლება ცდილობს, კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ინსტიტუტები დამატებითი სადამსჯელო ზომების წინააღმდეგ.
Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ყაზახეთი, რომელიც რუსეთთან საბაჟო კავშირის წევრია, საბოლოოდ შეიძლება გახდეს ბანკის მაკონტროლებელი აქციონერი, თუ გარიგება განხორციელდება. ამჟამად ყაზახეთი ფლობს ევრაზიის განვითარების ბანკის აქციების 32,99%-ს, ბელარუსს ეკუთვნის დაახლოებით 1%, ხოლო დარჩენილ წილს ტაჯიკეთი, სომხეთი და ყირგიზეთი ფლობენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია