LIVE

WizzAir-ის აბუ დაბის წარმომადგენლობა რუსეთში ფრენებს აღადგენს

09 აგვ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 576
WizzAir-ის აბუ დაბის წარმომადგენლობა რუსეთში ფრენებს აღადგენს

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის აბუ დაბის წარმომადგენლობა რუსეთში ფრენების განახლებას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები კრძალავს სერვისებს.

ყოველდღიური ოპერაციები აბუ დაბიდან მოსკოვში 3 ოქტომბრიდან განახლდება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის შეზღუდვები კრძალავს ფრენებს რუსეთში ბლოკში დაფუძნებული კომპანიების მიერ, Wizz Air Abu Dhabi-ს უდიდესი წილის მფლობელია აბუ დაბის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჰოლდინგი ADQ, ხოლო თავად Wizz მხოლოდ 49%-იან წილს ფლობს. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ავიაკომპანიებმა განაგრძეს მომსახურება რუსეთთან ადგილობრივი სანქციების არარსებობის გამო.

Wizz Air-ს აქვს ოპერაციების უფრო ფართო სპექტრი, ვიდრე დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავების უმეტესობას. თუმცა, კომპანიაზე ზეწოლა გაიზარდა დასავლეთ ევროპაში ფრენების შეფერხებისა და გაუქმების გამო, მუშახელის ფართო დეფიციტის ფონზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზეინაბ ფატაი