LIVE

რუსული სამხედრო სისტემები უცხოურ ტექნოლოგიებს ეყრდნობა- RUSI

10 აგვ 202212:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 589
რუსული სამხედრო სისტემები უცხოურ ტექნოლოგიებს ეყრდნობა- RUSI

ლონდონის გაერთიანებული სამეფო სერვისების ინსტიტუტის (RUSI) ანგარიშის თანახმად, რუსული სამხედრო სისტემები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მიკროელექტრონულ კომპონენტებზე, რომლებიც აშშ-ში, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში იწარმოება.

RUSI-მა იარაღის 27 სისტემა შეამოწმა, მათ შორის უახლესი საკრუიზო რაკეტები და დრონები, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოიყენებოდა. ორგანიზაციამ მინიმუმ 450 უცხოური წარმოების კომპონენტი აღმოაჩინა, რომლებიც ამ სისტემების მუშაობისთვის გადამწყვეტი იყო.

პუტინი მისი შიდა ინდუსტრიის დამოკიდებულებას უცხოურ ტექნოლოგიაზე ომის დაწყების დღიდან აღიარებსმან ივნისში ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ელექტრონიკის იმპორტის საშუალებას პატენტის მფლობელის თანხმობის გარეშე იძლევა.

ასევე, საერთაშორისო სანქციები, რომლებიც ნახევარგამტარების და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის გაყიდვას კრძალავს, მიზნად ისახავს რუსეთის შეკავებას ასეთი აღჭურვილობის იარაღში გამოყენებისგან.

რუსეთის არმიამ უზარმაზარი ცეცხლსასროლი ძალა გამოიყენა მას შემდეგ, რაც უკრაინაში მისი სწრაფი გამარჯვების გეგმა ჩაიშალა.  RUSI-ის მიხედვით, ამან შესაძლოა რუსეთისთვის პრობლემები შექმნას აღჭურვილობის შეცვლის მიმართულებით, რადგან კრიტიკული კომპონენტები ადგილობრივად არ იწარმოება.

ანგარიშის მიხედვით, ამერიკული კომპანიები იარაღში აღმოჩენილი კომპონენტების 70%-ზეა პასუხისმგებელი. მასალები ასევე მიწოდებულია იაპონიის, ტაივანის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ.

RUSI-მა რეკომენდაცია გაუწია მთელ რიგ ღონისძიებებს, მათ შორის საექსპორტო კონტროლის გაძლიერებას, რათა რუსეთის სამხედროები ხელახლა შეიარაღება თავიდან იქნას აცილებული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია