
TBC Bank Uzbekistan-მა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან (IFC) და TBC Bank Group PLC-სგან 35.1 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.
EBRD-ის ინფორმაციით, კაპიტალის აღნიშნული ზრდა მხარეებს შორის 2021 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში, მრავალწლიანი დაფინანსების გეგმის ნაწილია. აღსანიშნავია, რომ TBC Bank Uzbekistan-ის ორმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა (EBRD და IFC) სწორედ გასულ წელს შეიძინეს 20-20%-იანი წილი TBC Bank Uzbekistan-ში.
საწყისი ინვესტიცია შეადგენდა 18.8 მილიონ აშშ დოლარს (EBRD-სგან და IFC-სგან). ამავდროულად, TBC Bank Group PLC-მა 25.9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
დაფინანსების მეორე რაუნდის ფარგლებში EBRD-მა და IFC-მა, თითოეულმა 7 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო TBC Bank Group PLC-მა 21.1 მილიონი აშშ დოლარის.
საერთო ჯამში, TBC Bank Uzbekistan-ის ინვესტიცია 79,8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, კაპიტალის შემდგომი ზრდა ასევე იგეგმება 2023 და 2024 წლებში.
TBC Bank Uzbekistan-მა უზბეკეთის ბაზარზე ოპერირება 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. TBC UZ app-ს 2.4 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.