LIVE
ვიდეო
25 მაი, 2022 18:20
მამუკა ბერძენიშვილი - წელს ქართველ დამსვენებლებს ბათუმში ბინების მოძიება გაუჭირდებათ
1710

"ქართველ დამსვენებლებს ბათუმში ბინების მოძიება გაუჭირდებათ",-ამის შესახებ "ტურიზმის ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მამუკა ბერძენიშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში ბინების დიდი ნაწილი უცხოელებზე უკვე გაქირავებულია. ამასთან, მაღალი მოთხოვნის ფონზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„AIRBNB-ზე ბინების გაქირავება უკვე გაძვირებულია, გამომდინარე იქიდან, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა დიდია. ის არსებული ბინები, რომლებიც გასაქირავებლად იყო, გაქირავებულია უცხოელ ტურისტებზე, რომლებიც ბათუმში მუდმივად ცხოვრობენ. მხარეში, რომელიც მეტნაკლებად ხელმისაწვდომი იყო ქართველი ტურისტებისთვის, წელს ბინების მოძიება გართულდება, ფასები კი გაზრდილი იქნება",- აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.

მიგრანტების გაზრდილი ნაკადისა და სხვადასხვა ქვეყნიდან მოსალოდნელი ტურისტების რაოდენობის ზრდის ფონზე, "ტურიზმის ინსტიტუტში" მომსახურების დაბალ ხარისხსაც ელიან. როგორც მამუკა ბერძენიშვილი აღნიშნავს, შესაძლოა, ამ მიმართულებით ტურიზმის სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე დადგეს.

ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის 93 865 მოქალაქე შემოვიდა. აპრილში ტურიზმის შემოსავლების 19.3% რუსეთზე მოდიოდა. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ