LIVE
ვიდეო
28 მაი, 2021 21:10
„პაშა ბანკის“ დირექტორი: ლარის ძალიან გამყარება სასურველი არცაა
5320

„პაშა ბანკის“ გენერალური დირექტორის ნიკოლოზ შურღაიას შეფასებით, ეროვნული ბანკის ლარიზაციის პოლიტიკა სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მას „ხანმოკლე ტკივილი მოჰყვება“.

როგორც ნიკოლოზ შურღარიამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში ლარიზაციის პოლიტიკაზე საუბრისას აღნიშნა, გარკვეული სტაბილიზაცია მიღწეულია.

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე სტაბილიზაცია მოვიდა, ლარმა გამყარება დაიწყო მცირედით და ვფიქრობ, ძალიან გამყარება არცაა სასურველი, რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური საფუძვლები საკმაოდ მყიფეა, ქვეყანამ უცხოურ ვალუტაში ბევრი ვალი აიღო და ამ ვალებს გადახდა უნდა. ლარი რომ ახლა გამყარდეს, ეს ახლა მოგვცემს კარგ გრძნობას და ფულის ხარჯვას გავაძლიერებთ, მაგრამ იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ საზეიმო განწყობილება გვქონდეს, ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ იქ დავბრუნდეთ, სადაც კრიზისამდე ვიყავით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჯანსაღი ნაბიჯებია გრძელვადიანი თვალსაზრისით“,- განაცხადა „პაშა ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

რაც შეეხება საკითხს, რატომ მყარდება ლარი ბოლო პერიოდში, ნიკოლოზ შურღაიას განმარტებით, იმუშავა მონეტარულმა პოლიტიკამ, მოლოდინებმა და ტურიზმმა. 

"ლარს გამყარების საფუძვლები არ აქვს, ვიდრე ეკონომიკა ფეხზე არ დადგება",- აღნიშნა მან.

ამასთან, „პაშა ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა საბანკო სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომხმარებლებში "უკმაყოფილებაა დაგროვილი" და მოსახლეობის დიდი ნაწილისგან ბანკების მიმართ "სითბოს ვერ გრძნობს".

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ