LIVE
ვიდეო
09 ივნ, 2023 14:49
სებ-ის მიერ კრიპტო ინდუსტრიის რეგულირებაზე სექტორში შენიშვნები აქვთ
498

ეროვნულ ბანკში კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების ახალ მექანიზმებზე მსჯელობენ. სულ მალე ძალაში უნდა შევიდეს რეგულაცია, რომლის თანახმად დადგინდება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის და ზოგადი რეგულირების წესები.

კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლებს რეგულაციების პირველ ვერსიასთან დაკავშირებით უკვე არა ერთი შენიშვნა და კითხვის ნიშანი აქვთ, რის გამოც ფიქრობენ, რომ შესაძლოა კრიპტო ბირჟებს ქართულ ბაზარზე ოპერირება გაუჭრიდეთ.

პირველად დოკუმენტში წერია, რომ კრიპტო მომსახურების გაწევა აგენტის მეშვეობით დაუშვებელია. სექტორში კი ამბობენ, რომ ამ ტიპის საშუამავლო საქმიანობას MICA არ კრძალავს და ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკაა.

გარდა ამისა, ახალი რეგულაციით ბირჟებს დიდწილად რჩებათ მხოლოდ ე.წ კონვერტაციის ფუნქცია, ანუ კრიპტოდან ფულის ე.წ გაქეშების ან პირიქით. ეს უფლება სებ-მა ბანკებსაც მიანიჭა. სექტორში ფიქრობენ, რომ აქ ბანკები სრულიად უსაფუძვლოდ, მათი კონკურენტებიც კი გახდნენ. ამ ფონზე, სექტორში ითხოვენ, რომ კრიპტო პროვაიდერები ისეთივე გარანტიებით სარგებლობდნენ, როგორც საგადასახადო მომსახურების პროვაიდერები.  

"ძალიან გაურკვეველია, რატომ მიენიჭათ ბანკებს იგივე უფლებები, რაც კრიპტო პროვაიდერებს აქვთ, ასეთ შემთხვევაში გამართლებული იქნება, რომ კრიპტო ინდუსტრიაც ისეთივე საგადახდო გარანტიებით სარგებლობდეს, როგორც საგადასახადო მომსახურების სხვა პროვაიდერები,"- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას "კრიპტო ბაზრის" დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა. 

გარდა ამისა, სებ იტოვებს უფლებას, აღარ მისცეს ბაზარზე დაბრუნების საშუალება, თუ კრიპტო ბირჟა მონაწილეობდა ისეთ ოპერაციაში, რამაც დააზარალა მომხმარებელი, პირობითად შექმნა ლიკვიდობის პრობლემა დეპოზიტარებისთვის. ამასთან, ახალი რეგულაციის თანახმად, ფინანსური მონიტორინგის ან ეროვნული ბანკის მითითების დარღვევა შესაძლოა გახდეს ეროვნული ბანკის მხრიდან ბირჟისთვის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ