LIVE
ვიდეო
10 ივლ, 2023 10:30
Nadine - რობოტი, რომელიც ადამიანებს მოხუცებისა და ავადმყოფების მოვლაში დაეხმარება
2794

Nadine - ასე ეწოდება რობოტს, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით (AI) და მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ავადმყოფებისა და მოხუცების მოვლაში. 

რობოტს აქვს ადამიანის მსგავსი ჟესტები და გამონათქვამები. რაც შეეხება მის ვიზუალს, აქვს მუქი ყავისფერი თვალები და ასევე მუქი ფერის თმა. როგორც რობოტის შემქმნელები ამბობენ, ის შესაძლოა ბევრად უფრო ეფექტური გამოდგეს ადამიანების მოვლაში ვიდრე თავად ადამიანი.

Nadine-ის კონკურენტული უპირატესობაა ის, რომ 24 საათის განმავლობაში შეუძლია მოხუცთან, ავადმყოფთან დარჩენა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მომავალში რობოტი თავისი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობით ჯანდაცვის გაძლიერებას დაეხმარება. 

აღსანიშნავია, რომ ჰუმანოიდი Nadine ექთნებისა და მომვლელების პირდაპირი კონკურენტია, მით უმეტეს მაშინ, როცა COVID-19-ის შემდეგ ზოგიერთი ქვეყანა შესაბამისი პერსონალის კრიზისს განიცდის.

საუბრის უნარის დემონსტრირებისას Nadine-მა Reuters-სთან აღნიშნა, რომ სამი წლის წინ სინგაპურის მოხუცთა თავშესაფარში მაცხოვრებლებს ესაუბრა.

"ეს იყო დიდი გამოცდილება. მე მსიამოვნებდა ხანდაზმულებთან ურთიერთობა; მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარება... მჯერა, რომ რობოტები შეიძლება იყოს დიდი აქტივი მოწყვლადი ადამიანებისთვის ზრუნვისა და დახმარების გაწევაში,” - აღნიშნა რობოტმა. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ