LIVE

„პაშა ბანკის“ დირექტორი: მოსახლეობის დიდი ნაწილისგან ბანკების მიმართ სითბოს ვერ ვგრძნობ

28 მაი 202113:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1398
„პაშა ბანკის“ დირექტორი: მოსახლეობის დიდი ნაწილისგან ბანკების მიმართ სითბოს ვერ ვგრძნობ

მაწუხებს, რომ სითბოს ვერ ვგრძნობ მოსახლეობის დიდი ნაწილისგან ბანკების მიმართ, ეს დასაფიქრებელია,- ამის შესახებ „პაშა ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ შურღაიამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან საბანკო სექტორის მომგებიანობაზე საუბრისას მოსახლეობის დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „უკმაყოფილებაა დაგროვილი“.

„ბანკები მომგებიანობის და სტაბილურობის თვალსაზრისით სოლიდურად გამოიყურებიან. რთული პერიოდი გავიარეთ. საბანკო სექტორი საკმაოდ ძლიერად გრძნობს თავს. მეორე საკითხია, როგორ ხედავენ ამას მომხმარებლები და თანამშრომლები. ამასთან, მაწუხებს, რომ სითბოს ვერ ვგრძნობ მოსახლეობის დიდი ნაწილისგან ბანკების მიმართ, ეს დასაფიქრებელია, ეს როგორც მოქალაქეს და ბანკირს მაფიქრებს. ცამდე მართლებიც რომ ვიყოთ, თუ მომხმარებლების შეგრძნება იქნება, რომ არასწორადაა რაღაც, ვერც კმაყოფილები და ვერც გრძელვადიანად წარმატებულები ვერ ვიქნებით. ყოველთვის, ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობების მომხრე ვარ. რადგან ეს ყოველთვის არ გამოდის, უკმაყოფილებაა დაგროვილი“,- აღნიშნა ნიკოლოზ შურღაიამ.