LIVE
ვიდეო
29 მარ, 2021 16:00
რატომ უფასურდება ლარი?
1469

ლარი კვლავ უფასურდება. 26 მარტის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ერთბაშად თითქმის 2.5 თეთრით გაუფასურდა და ერთი დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.3718 ლარი შეადგინა. ამ დროისთვის კი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 3.3824 ლარად ივაჭრება.

ეკონომისტები ლარის მერყეობას ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალ ტემპებსა და გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირებენ. მათი შეფასებით, ლარზე ასევე ნეგატიურად აისახება შემცირებული სავალუტო შემოდინებები და ლირას გაუფასურება.

„ლართან დაკავშირებით ზოგადად მოლოდინები გაუარესებულია. ერთი მხრივ, უფასურდება ლირა და ეს ჩვენს ვალუტაზეც ახდენს გავლენას. მეორე მხრივ, ლარის გაუფასურება ვაქცინაციის დაბალი ტემპებითაცაა გამოწვეული, რადგან ბიზნესი ხედავს, რომ ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ აუარესებს ეკონომიკის აღდგენის მოლოდინებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა ეკონომისტმა, სოსო ბერიკაშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ცნობისთვის, ბოლო 6 დღეში ლარი დოლართან მიმართებაში ჯამურად 4 თეთრის ფარგლებში გაუფასურდა. ლარის მერყეობის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა 22 მარტს დამატებით 40 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც ლარის მერყეობა დროებით შეაჩერა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ