LIVE
ვიდეო
24 მაი, 2023 12:24
ეროვნული ბანკი გარკვეულ თვეებში დეფლაციას ელის
483

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ მესტვირიშვილი ამბობს, რომ გარკვეულ თვეებში შესაძლოა დეფლაცია დაფიქსირდეს.

როგორც მესტვირიშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ განმარტა, ეს ძირითადად იმპორტირებული პროდუქციის ფასებით და საბაზო ეფექტითაა განპირობებული.

მისივე თქმით, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალი იქნება.

„მოველით, რომ წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება. გარკვეულ თვეებში შესაძლოა იყოს უარყოფითი მაჩვენებელი, რაც ძირითადად განპირობებულია იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასებით და საბაზო ეფექტით.

საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება, 2024 წლის განმავლობაში კი მიზნობრივთან ახლოს“,- განმარტა არჩილ მესტვირიშვილმა.

2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.7%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა, წლიური ინფლაცია კი 2.7% იყო. TBC Capital-ის განახლებული პროგნოზით, მიმდინარე წლის მომდევნო თვეებში მოსალოდნელია დეფლაცია. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ