LIVE

SpaceX-ის რაკეტამ მთვარეზე სამხრეთ კორეის პირველი მისია გაუშვა

05 აგვ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 471
SpaceX-ის რაკეტამ მთვარეზე სამხრეთ კორეის პირველი მისია გაუშვა

სამხრეთ კორეამ საკუთარი წარმოების პირველი მთვარის ორბიტული მფრინავი აპარატი წარმატებით გაუშვა. შედეგად, ის გახდა მეშვიდე ქვეყანა, რომელიც შეუერთდა კონკურენტულ რბოლას მთვარეზე კოსმოსური ხომალდების გაგზავნისთვის.

კორეის აეროკოსმოსური კვლევის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული მთვარის ორბიტერი Korea Pathfinder, კოსმოსური ძალების სადგურიდან კეიპ კანავერალში აფრინდა და წარმატებით განცალკევდა 549 ტონიანი SpaceX Falcon 9 რაკეტისგან დაახლოებით 45 წუთის შემდეგ.

მთვარის ორბიტერმა, სახელად Dubbed Danuri, რაც კორეულ ენაზე “მთვარეს და სიხარულს” ნიშნავს, წარმატებით დაამყარა კონტაქტი NASA-ს კოსმოსურ ცენტრთან გაშვებიდან 92 წუთის შემდეგ.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი კორეის მიერ კოსმოსური კვლევის ისტორიაში. თუ უფრო მტკიცედ ვიქნებით კოსმოსური მოგზაურობისთვის ტექნოლოგიების განვითარებაში, შევძლებთ მივაღწიოთ მარსსა და ასტეროიდებს უახლოეს მომავალში”, - განაცხადა სანგ-რიულ ლიმ, KARI-ს პრეზიდენტმა.

სამხრეთ კორეის ორბიტერი იმოგზაურებს ოთხნახევარი თვის განმავლობაში, სანამ დეკემბრის ბოლოს შევა მთვარის ორბიტაზე, რათა დაიწყოს მისია იანვარში ექვსი მთვარის ტვირთის გამოყენებით. KPLO-ს ყოველწლიური მისია აქვს, მაგრამ ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს.

სამხრეთ კორეის ელექტრონიკისა და ტელეკომუნიკაციების კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, მისიები მოიცავს შესაძლო სადესანტო ადგილების მოძიებას და ასევე უკაბელო ინტერნეტის ტესტირებას BTS-ის K-Pop-ის ჰიტის Dynamite ვიდეოების სტრიმინგით.

სამხრეთ კორეამ ივნისში გაუშვა საკუთარი სრულად განვითარებული რაკეტა Nuri, რომელმაც სატესტო თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე გადაიტანა. ქვეყანა აპირებს უახლოეს წლებში გამოყოს თანხები 2031 წლისთვის მთვარეზე უეკიპაჟო კოსმოსური ხომალდის გასაგზავნად.

მისია აღნიშნავს კორეისა და აშშ-ის კოსმოსურ პროგრამებს შორის თანამშრომლობის ახალ ფაზას. კოსმოსური ხომალდი ატარებს NASA-ს ShadowCam-ის კამერას, რომელიც ერთობლივად არის შემუშავებული არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და Malin Space Science Systems-ის მიერ. NASA-ს განცხადებით, ShadowCam-ი შეაგროვებს მუდმივად დაჩრდილული უბნების სურათებს, რათა დაეხმაროს ყინულის საბადოების მტკიცებულების ძიებას.

აგვისტოს თვე დატვირთული იქნება NASA-ს მთვარის გეგმებით. სააგენტო 29 აგვისტოს Artemis I-ს, უეკიპაჟო კოსმოსურ ხომალდს გაუშვებს. ის იქნება პირველი მისიების სერიიდან, რომელიც მიზნად ისახავს ასტრონავტების დაბრუნებას მთვარეზე Apollo-ს პროგრამის შემდეგ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სანგმი ჩა