
ავსტრალიის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეის სამხრეთით 400 კმ-ზე ფერმერულ მიწებზე ნაპოვნი კოსმოსური ნამსხვრევები ილონ მასკის SpaceX-ის ხომალდს ეკუთვნის. ტექნიკურმა ექსპერტებმა მოინახულეს შეჯახების ადგილი და დაადასტურეს, რომ ნაწილები SpaceX-ის მისიას ეკუთვნის.
ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის ბრედ ტაკერის თქმით, ნაწილები ეკუთვნის SpaceX Crew-1-ის საყრდენს, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში 9 ივლისს შევიდა.
გასულ თვეში შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აკრიტიკებდნენ ჩინეთს მას შემდეგ, რაც ჩინური რაკეტის ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანის თავზე ჩამოვარდა. ასეთი ნამსხვრევები შეიცავს “სიცოცხლისა და ქონების დაკარგვის მნიშვნელოვან რისკს”, - აცხადებდა NASA.
ავსტრალიის კოსმოსურმა სააგენტომ გააფრთხილა საზოგადოება, არ დაამუშაონ და მოიპოვონ კოსმოსური ნამსხვრევები და ურჩია, დაუკავშირდნენ SpaceX-ის ცხელ ხაზს.
ასტროფიზიკოსმა ტაკერმა YouTube არხზე განაცხადა, რომ ეს ნაწილები ავსტრალიაში ნაპოვნი კოსმოსური ნარჩენების ყველაზე დიდი კოლექციაა 1979 წლიდან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ავგუსტ უიტლი