LIVE

თურქეთში წლიური ინფლაცია 80%-ია

03 აგვ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 697
თურქეთში წლიური ინფლაცია 80%-ია

თურქეთში ინფლაციამ 24 წლიან მაქსიმუმს მიაღწია. თურქეთის სტატისტიკური სამსახურის, TurkStat-ის ცნობით, ივლისში სამომხმარებლო ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79,6%-ით გაიზარდა. Bloomberg-ის ანალიტიკოსები 80.2%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 2,4% შეადგინა.

მწარმოებლის ფასები წლიურად 145%-ით გაიზარდა. სურსათზე ფასების წლიური ზრდა დაჩქარდა 94,7%-მდე ივნისის 93,9%-დან. ტრანსპორტირების ღირებულება 119,1%-ით გაიზარდა.

საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს არასტაბილური პროდუქტების გავლენას, მათ შორის სურსათსა და ენერგიას, გაიზარდა 61.7%-მდე გასულ თვის 57%-დან.

2017 წლის დასაწყისიდან ფასების ზრდა თითქმის შეუფერხებელია და ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება. მიმდინარე წელს ის კიდევ უფრო დაჩქარდა ენერგიასა და სხვა საქონელზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, რაც ნაწილობრივ გამოწვეული იყო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით.

სტამბულში საცალო ინფლაციამ გასულ თვეში წლიურად 99%-ს გადააჭარბა.

ფასების ზეწოლის მატებასთან ერთად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა შეინარჩუნა რეფინანსირების განაკვეთი 14%-ზე ბოლო შვიდი შეხვედრის განმავლობაში. ცენტრალური ბანკი ცდილობს შეაჩეროს დაკრედიტება და წაახალისოს ადგილობრივი ვალუტის გამოყენება.

ცენტრალური ბანკის ინფლაციის ბოლო ანგარიშის თანმხლები პროგნოზის მიხედვით, სექტემბერ-ოქტომბერში ფასების წლიურმა ზრდამ დაახლოებით 85%-ს უნდა მიაღწიოს. ცენტრალური ბანკის პროგნოზით წლის ბოლომდე ინფლაცია 60.4%-მდე გაიზრდება.

ეს პერსპექტივა კვლავ ოპტიმისტურია ბაზრის მოლოდინებთან შედარებით. Bloomberg Economics-ის პროგნოზით, ინფლაცია 91%-ს მიაღწევს მესამე კვარტალში და შენელდება 69%-მდე 2022 წლის ბოლოს.

ლირამ დოლართან მიმართებაში ღირებულების მეოთხედზე მეტი დაკარგა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბერილ აკმანი