LIVE

ნავთობის ფასი $97-ს ჩამოსცდა

01 აგვ 202213:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 686
ნავთობის ფასი $97-ს ჩამოსცდა

კვირის ვაჭრობის დაწყების შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა და WTI მარკის ნავთობის ფასი ბარელზე $97-ზე დაბლა დაეცა.

ენერგორესურსზე ფასის კლება ჩინეთის შენელებულ საწარმოო აქტივობას უკავშირდება, რასაც მოსალოდნელია, რომ გავლენა გლობალურ ეკონომიკაზეც ექნება. შაბათ-კვირის მონაცემები, რომლებიც ჩინური ქარხნების აქტივობის მოულოდნელ შემცირებაზე მიუთითებს, აჩენს მოლოდინს, რომ ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება.  

"ჩინეთის წარმოების PMI-ის დაცემა, სავარაუდოდ, ნავთობის ფასების ვარდნის საფუძველი იყო", - ამბობს ავსტრალიის Commonwealth Bank-ის სამთო და ენერგეტიკული საქონლის კვლევის დირექტორი ვივეკ დჰარი. მისივე თქმით, ჩინეთში შექმნილი ვითარება აძლიერებს შეშფოთებას, რომ გლობალური საქონლის მოხმარება კვლავ შესუსტდება. 

ლიბიაში ნედლი ნავთობის გამომუშავება მთელი რიგი შეფერხებების შემდეგ, განახლდა. ქვეყნის ნავთობის მინისტრის განაცხადებით, ლიბიის მასშტაბით წარმოება დღეში 1,2 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ბოლოს აპრილის დასაწყისში დაფიქსირდა.

ინვესტორები ინტერესით ელოდებიან მიმდინარე კვირის ბოლოს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციისა და მისი მოკავშირეების, მათ შორის რუსეთის, სექტემბრის პოლიტიკის განმსაზღვრელ ჯგუფთან შეხვედრას. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ლობირებს საუდის არაბეთს, რომ გაზარდოს მიწოდება, რათა გააძლიეროს ზეწოლა რუსეთის წინააღმდეგ, მოსკოვმა და რიადმა ახლახან დაადასტურეს სტაბილური ბაზრის ერთობლივი ვალდებულება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იონჩანგი ჩინი