LIVE

ინდოეთი უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტს განაახლებს

29 ივლ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 669
ინდოეთი უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტს განაახლებს

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, ინდოეთი, ზეთის ყველაზე მსხვილი  იმპორტიორი, სავარაუდოდ, სექტემბრიდან მზესუმზირის ზეთის პირველ პარტიებს მიიღებს უკრაინიდან.

Sunvin Group-ის თანახმად, ექსპორტის მოცულობა სავარაუდოდ 50,000-დან 60,000 ტონამდე იქნება და გაიგზავნება ოდესისა და ჩერნომორსკის საზღვაო პორტებში.

“ჩვენ დავიწყეთ აგვისტოს მიწოდების შეთავაზებების მიღება, მაგრამ ყველაფერი გემების ხელმისაწვდომობაზე იქნება დამოკიდებული. უკრაინას გადასამუშავებლად ზეთის თესლის საკმარისი მარაგი აქვს”,- განაცხადა სანდიპ ბაჯორიამ, მუმბაიში ბროკერისა და ტრეიდერის აღმასრულებელმა დირექტორმა.

უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტი ინდოეთში აპრილიდან შეჩერებულია, რადგან ომმა ვაჭრობა შეაფერხა. მოსკოვმა და კიევმა გასულ კვირას მიაღწიეს შეთანხმებას სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის აღდგენის შესახებ უკრაინიდან. ქვეყანა ხორბლის, სიმინდისა და მცენარეული ზეთის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში.

ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილება, დაუშვას ყოველწლიურად 2 მილიონი ტონა მზესუმზირის ზეთის უბაჟო იმპორტი მიმდინარე და მომავალ ფისკალურ წელს, გაზრდის მოთხოვნას. ინდოეთმა იყიდა 1,89 მილიონი ტონა ნედლი მზესუმზირის ზეთი ოქტომბრის ბოლოს, საიდანაც თითქმის 74% უკრაინამ მიაწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტი უნდა განახლდეს, ინდოეთი ასევე გაზრდის პალმის ზეთის შესყიდვებს ფასების დაცემის შემდეგ. იმპორტი სექტემბერში აგვისტოს 750 000 ტონიდან 800 000 ტონამდე გაიზრდება. ეს ძირითადად გამოწვეულია ფესტივალების დროს შემწვარ საკვებზე გაზრდილი მოთხოვნითა და იმით, რომ პალმის ზეთი ახლა ბევრად იაფია სხვა ზეთებთან შედარებით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პატრიკ პარიია