LIVE

ჩინეთის უძრავი ქონების კრიზისის გამო აზიის უმდიდრესმა ქალმა ქონების 50% დაკარგა

28 ივლ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 863
ჩინეთის უძრავი ქონების კრიზისის გამო აზიის უმდიდრესმა ქალმა ქონების 50% დაკარგა

ჩინეთის მზარდი იპოთეკური კრიზისის მასშტაბების სადემონსტრაციოდ იანგ ჰუიანი, აზიის უმდიდრესი ქალი, ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია.

წლის დასაწყისში Country Garden-ის თანათავმჯდომარე, Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, $23.7 მილიარდს ფლობდა და ადვილად უსწრებდა სხვა ჩინელ მილიარდერებს, როგორიცაა ფან ჰონგვეი და ვუ იაჯუნი.

მიუხედავად იმისა, რომ Country Garden-ის დაუსრულებელ პროექტებზე 2 ტრილიონიანმა იპოთეკურმა ბოიკოტმა ჯერჯერობით არ იმოქმედა, კომპანიას რეალობასთან დაპირისპირება მაინც მოუწევს. დეველოპერმა ფულადი კრიზისის მასშტაბები ოთხშაბათს გამოავლინა, როდესაც განაცხადა, რომ ახალი აქციების ფასდაკლებით გაყიდვით $361 მილიონის მოზიდვას ცდილობდა.

სულ რაღაც შვიდ თვეში იანგის ქონება $11,3 მილიარდამდე განახევრდა. მისი ქონება მხოლოდ ოთხშაბათს თითქმის $2 მილიარდით შემცირდა. ამჟამად ის მხოლოდ ფანს უსწრებს, რომელიც $11.2 მილიარდს შედარებით ჯანსაღი გაზისა და ნავთობის ინდუსტრიიდან ფლობს.

ჩინეთის ძალისხმევამ, შეამციროს უძრავი ქონების ფასი და პრეზიდენტ სი ძინპინის „საერთო კეთილდღეობის“ კამპანიამ ბოლო მოუღო უძრავი ქონების ინდუსტრიის მრავალწლიან სწრაფ ზრდას, რომელიც შინამეურნეობების სიმდიდრის 70%-ს წარმოადგენდა. უძრავი ქონების კრიზისმა, რომელიც პირველად დეველოპერებს შეეჯახა, ბოლო დროს კიდევ ერთი მიმართულება შეიძინა, ასობით ათასმა სახლის მყიდველმა შეჩერებულ პროექტებზე იპოთეკის გადახდები შეაჩერა.

მიუხედავად იმისა, რომ Country Garden-ის ფასიანი ქაღალდები უძრავი ქონების კრიზისს შედარებით კარგად უმკლავდებოდა, კომპანიის აქციები ახლა 2011 წლის შემდეგ მისი ყველაზე უარესი თვისკენ მიემართება. ოთხშაბათს Country Garden-ის აქციების ფასი 15%-ით დაეცა, რაც მარტიდან ყველაზე დიდი ვარდნაა.

ამასობაში, მშენებლის კონტრაქტით გაყიდვები 40%-ით შემცირდა და წლის პირველი 6 თვისთვის 185.1 მილიარდი იუანი შეადგინა. Bloomberg Intelligence-ის შეფასებით, დეველოპერს 337 მილიარდი იუანის დახარჯვა დასჭირდება იმ ქონების მიწოდებისთვის, რომელიც მან წინასწარ გაყიდა.

ყველაფერთან ერთად, გასულ თვეში Moody’s-მა Country Garden-ის საკრედიტო რეიტინგი "უსარგებლო" (junk) დონემდე შეამცირა, ხოლო მისი პერსპექტივა უარყოფითით შეცვალა, რის მიზეზადაც ფინანსური მდგომარეობის გაუარესება და გრძელვადიანი დაფინანსების შესუსტება დასახელდა.

იუნგ კვოკ კეუნგის მიერ თანადაფუძნებული Country Garden-ი ბოლო სამი დეკადის განმავლობაში სწრაფად გაიზარდა ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზრის ბუმის ფონზე. იუნგმა საკუთარი წილი მის მეორე ქალიშვილს, იანგს გადასცა. იანგი კომპანიას 2005 წელს პირადი ასისტენტის თანამდებობით შეუერთდა. 25 წლის ასაკში ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული უკვე იყო ჩინეთის უმდიდრესი ქალი.

იანგი Country Garden-ის ვიცე პრეზიდენტი 2012 წელს გახდა, ხოლო თანათავმჯდომარე 2018 წელს. ის ახლა Country Garden-ის დაახლოებით 60%-ს, ხოლო მის მენეჯმენტ-მომსახურების განყოფილების 43%-ს ფლობს.

Bloomerg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვენუს ფენგი