LIVE

Fed-ის გადაწყვეტილებისა და მოთხოვნის პროგნოზის ფონზე, ნავთობი გაძვირდა

28 ივლ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 736
Fed-ის გადაწყვეტილებისა და მოთხოვნის პროგნოზის ფონზე, ნავთობი გაძვირდა

შეერთებული შტატების ნედლი ნავთობის მარაგების მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა. ამასთან, ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) მიერ განაკვეთის ნელი ტემპით ზრდის პერსპექტივა გავრცელდა ბაზრებზეც.

ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 1,5%-ით გაიზარდა და $98,85 ღირს.

West Texas Intermediate-ის ფიუჩერსები გაიზარდა $99-მდე ბარელზე მას შემდეგ, რაც აშშ-ს ნედლი ნავთობის მარაგები ყველაზე მეტად დაეცა მაისის ბოლოდან და ექსპორტი რეკორდულ დონემდე გაიზარდა. WTI-სა და გლობალურ საორიენტაციო ნიშნულ Brent-ს შორის სპრედი მიმდინარე კვირაში გაფართოვდა, რადგან შემცირებული ნაკადები რუსეთიდან აძლიერებს ბაზრის რყევას ევროპაში.

მიუხედავად იმისა, რომ Fed-მა გაზარდა საპროცენტო განაკვეთები 75 საბაზისო პუნქტით ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ ზრდის ტემპი გარკვეულ მომენტში შენელდება. ნავთობის ფასი ბოლო დროს შემცირდა, რადგან ინვესტორებმა შეაფასეს ეკონომიკური შენელების შიშები.

ფიუჩერსები წელს დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, მიუხედავად არასტაბილური ვაჭრობის პერიოდისა, რომელიც ხასიათდება რყევებითა და დაბალი ლიკვიდურობით.

“პაუელის კომენტარებმა შეამსუბუქა ინფლაციის შესახებ შეშფოთება სარისკო აქტივების, მათ შორის ნავთობის მიმართ მოთხოვნის გაუმჯობესებით",- განაცხადა უილ სუნგჩილ იუნმა, სეულში VI Investment Corp-ის სასაქონლო ანალიტიკოსმა. ნედლი ნავთობით ვაჭრობა, სავარაუდოდ, $100-ზე გაგრძელდება.

სუსტმა დოლარმა ასევე ხელი შეუწყო სასაქონლო ბაზრების გაძლიერებას. Bloomberg Spot დოლარის ინდექსი ზედიზედ მეორედ დაეცა ყველაზე დაბალ დონეზე 5 ივლისის შემდეგ, რამაც ვალუტაში ღირებული საქონელი უფრო მიმზიდველი გახადა ინვესტორებისთვის.

Bloomberg-ის ოროგინალური სტატიის ავტორი: შერონ ჩო