LIVE

American Airlines-ი ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ 1175 ფრენას აუქმებს

23 ივლ 202211:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 936
American Airlines-ი ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ 1175 ფრენას აუქმებს
AP

American Airlines-მა ივლისსა და აგვისტოში 1175 ფრენა გააუქმა. ავიაკომპანია ამ გზით ცდილობს გაზარდოს “ბუფერი” განრიგში და გაუმკლავდეს შეფერხებებს, რაც მთელ ინდუსტრიას აწუხებს. პილოტთა ასოციაციის თქმით, ფრენების გაუქმება რეისებზე გავლენას უკვე 27 ივლისს მოახდენს.

გადამზიდავი მიმდინარე კვარტალში გეგმავს ტევადობის პანდემიამდელ დონესთან შედარებით 10%-ით და ყოველწლიურად 9.5%-ით შემცირებას. ამ ნაბიჯით American Airlines-ი შეუერთდება სხვა ძირითად ავიაკომპანიებს, რომლებიც ამცირებენ ოპერაციებს პერსონალის დეფიციტის და მაღალი ხარჯების ფონზე.

ფრენების შემცირების შედეგად გადამზიდავები ვეღარ ისარგებლებენ მოთხოვნის ზრდით, რამაც გაზარდა ტარიფები და ავიაკომპანიებმა რეკორდული შემოსავალი მიიღეს გასულ კვარტალში.

American Airlines-მა სიმძლავრე უფრო სწრაფი ტემპით აღადგინა, ვიდრე კონკურენტებმა. ის დღეში საშუალოდ 5400 რეისს ახორციელებს. 

American Airlines-მა პილოტების დეფიციტის გამო რეგიონული გადამზიდავების 100 თვითმფრინავი გააჩერა და შეამცირა ძირითადი ავიახაზების მიერ გამოყენებული თვითმფრინავების რაოდენობაც.

Delta Air Lines-მა განაცხადა, რომ მესამე კვარტალში 2019 წელთან შედარებით ტევადობა 17%-ით შემცირდება.

ავიაინდუსტრიაში შეფერხებებია ევროპაშიც. პანდემიის შემდგომ მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიებს კადრების დეფიციტი აქვთ. მსხვილმა ევროპულმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის British Airways-მა, KLM-მა და Deutsche Lufthansa ფრენები გააუქმესზაფხულის მოგზაურობის პიკში, კადრების კრიზისის გამო, Wizz Air Holdings ფრენებს 5%-ით ამცირებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მერი შლანგენშტაინი