
საქსტატის მონაცემებით, თბილისში 2022 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 13.9%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში ბინების ფასი 8.2%-ით გაიზარდა, ხოლო კერძო სახლების ღირებულება 3.5%-ით შემცირდა.
ბინების კვადრატული მეტრის ფასი უბნების მიხედვით ასე ნაწილდება:
- მთაწმინდა - 4,339 ლარი;
- ვაკე - 3,845 ლარი;
- კრწანისი - 2,937 ლარი;
- საბურთალო - 2,927 ლარი;
- ჩუღურეთი - 2,856 ლარი;
- დიდუბე - 2,814 ლარი;
- ნაძალადევი - 2,740 ლარი;
- ისანი - 2,580 ლარი;
- გლდანი - 2,558 ლარი;
- სამგორი - 2,451 ლარი.
კერძო სახლების კვადრატული მეტრის ფასი უბნების მიხედვით შემდეგია:
- მთაწმინდა - 3,215 ლარი;
- ვაკე - 3,113 ლარი;
- საბურთალო - 2,506 ლარი;
- ისანი - 2,387 ლარი;
- კრწანისი - 2,295 ლარი;
- დიდუბე - 2,072 ლარი;
- სამგორი - 2,033 ლარი;
- ჩუღურეთი - 1,964 ლარი;
- ნაძალადევი - 1,838 ლარი;
- გლდანი - 1,604 ლარი.