LIVE

კრიპტო ინდუსტრიაში დეფოლტების სერია გრძელდება- Zipmex-მა თანხის გატანა შეაჩერა

21 ივლ 202213:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 848
კრიპტო ინდუსტრიაში დეფოლტების სერია გრძელდება- Zipmex-მა თანხის გატანა შეაჩერა

Zipmex-მა, კრიპტოვალუტის ბირჟამ, რომელიც სინგაპურის და ტაილანდის ბაზრებზე მუშაობს, თანხის გატანა შეაჩერა. დეფოლტის სერიის შედეგები ციფრული აქტივების ინდუსტრიაში გავრცელებას განაგრძობს.

აზიური პლატფორმა უახლესი ბირჟაა, რომელიც ფინანსური სირთულეებს პრობლემურ კრიპტო კრედიტორებთან, Babel Finance-თან და Celsius-თან ურთიერთობის გამო შეხვდა. Zipmex-ს Babel-თან $48 მილიონი, ხოლო Celsius-თან $5 მილიონი აკავშირებს.

ბირჟა ამჟამად ახალ ინვესტორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა კოლაფსისგან თავის ასარიდებლად სახსრები შეაგროვოს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აკალარპ იიმვილაიმ კომპანიის YouTube ვიდეოში ისაუბრა, რომელიც პლატფორმიდან უკვე აიღეს.

Zipmex-ი უერთდება სხვა კრიპტო ფირმებს, რომლებსაც სინგაპურში ოპერაციები აქვთ და ამჟამად მძიმე სიტუაციაში არიან, რადგან ქალაქ-სახელმწიფოში მარეგულირებლები ცდილობენ წესების გამკაცრებით საცალო ინვესტორები არასტაბილური ციფრული აქტივებისგან დაიცვან. სინგაპურის სავალუტო ორგანომ მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის რეგულაციებს გაამკაცრებს, რათა ინდუსტრიის წარუმატებლობის ფონზე მეტ საქმიანობას შეეხოს.

ბირჟამ გადაწყვეტილების მიზეზად არასტაბილური ბაზრის პირობები და ძირითადი ბიზნეს პარტნიორების ფინანსური სირთულეები დაასახელა.

Zipmex-ის პრობლემები ხაზს უსვამს ვალით დატვირთული ფსონების საშიშროებას მჭიდროდ დაკავშირებულ ინდუსტრიაში, სადაც კრიპტო ბირჟები, კრედიტორები, ინვესტორები და ჰეჯ-ფონდები ერთმანეთზე დამოკიდებული არიან.

Zipmex-ის პროდუქტებს შორის ასევე არის ZipUp+, ანგარიში, რომელიც 10%-მდე სარგებელს იხდის ტოკენების დეპოზიტებზე, როგორიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი და ლაითკოინი. ამ პროდუქტის მომხმარებლებს აღარ ექნებათ უფლება პლატფორმიდან მათი აქტივები გაიტანონ. Zipmex-მა თავის ვებსაიტზე ასევე განაცხადა, რომ პერსპექტიული მომხმარებლები არ არიან დაცული, რადგან კომპანია MAS-ის მიერ ლიცენზირებული არ არის.

Zipmex-მა ფუნქციონირება 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და დაფუძნებულია როგორც სინგაპურში, ასევე ტაილანდში. CoinGecko-ს მონაცემების მიხედვით, კომპანიის ZMT მონეტა მისი ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებლიდან 94%-ით დაეცა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფილიპ ლაგერკრასნერი