
ოკუპანტი რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. იანვარ-მაისში რუსეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. იანვარ-ივნისში კი დაწინაურდა და $962 მილიონიანი სავაჭრო ბრუნვით, მეორე პოზიცია დაიკავა.
პირველ 6 თვეში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 51.4%-ით გაიზარდა და რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნაა.
„ბიზნეს ფორმულა“ დაინტერესდა, ძირითადად საქართველოში მოქმედი რომელი კომპანიები ახორციელებდნენ რუსეთიდან იმპორტს.
საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, TOP 10 იმპორტიორი კომპანია რუსეთიდან, 2022 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით შემდეგია:
- სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“;
- შპს „კადევე საქართველო“;
- შპს „მზიური“;
- შპს „პიემ მეტალ“;
- შპს „პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია“;
- შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“;
- შპს „უნი-2“;
- შპს „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია“;
- შპს „ჯეორჯიან როუტ“;
- შპს „ჯორჯიან მანგანეზი“.
(იმპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით).
მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით შემოვიდა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები; კოქსი და ნახევარკოქსი; ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი და მარგარინი.
ამასთან, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების ჩამონათვალში იანვარ-ივნისის მონაცემებით, რუსეთი მესამე ადგილზეა. საქართველომ რუსეთის ბაზარზე დიდი მოცულობით გაიყიდა: ფეროშენადნობები; ყურძნის ნატურალური ღვინო; მინერალური და მტკნარი წყლები; მსუბუქი ავტომობილები (ცალი) და სპირტიანი სასმელები.
საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან რუსეთში ექსპორტიორი TOP 10 კომპანია შემდეგია:
- „აიდიეს ბორჯომი საქართველო“, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი“;
- სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“;
- სს „ლომისი“;
- შპს Bolero & Company;
- შპს GVMT Group;
- შპს „ასკანელი ძმები“;
- შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“;
- შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“;
- შპს „ჯეო როუდი“;
- შპს „ჯი თი ემ გრუპ“.
(ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით).