LIVE

მასკის Starlink-მა საქართველოში კომპანია დააფუძნა და ავტორიზაციას ელის

13 ივლ 202217:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 1476
მასკის Starlink-მა საქართველოში კომპანია დააფუძნა და ავტორიზაციას ელის

Starlink-მა საქართველოში შვილობილი კომპანია დააფუძნა და ავტორიზაციის მისაღებად კომუნიკაციების კომისიას მიმართა.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომუნიკაციების კომისიაში განუცხადეს, „სტარლინკ ჯორჯიას“ ავტორიზაციის საკითხზე უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, გასულ თვეში კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს. SpaceX-ის წარმომადგენელმა შეხვედრა კომუნიკაციების კომისიაში გამართა, სადაც SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს.

Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირადღირებული, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული.