ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში მდებარე 14 ყოფილი სანატორიუმი გასაყიდად ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა, რომელთა საერთო საწყისი ღირებულება 47 მლნ ლარია.
სააგენტოს ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური, თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ასევე ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას.
„პროექტის განხორციელების შედეგად, წყალტუბო გახდება მსოფლიო დონის კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს“, - აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.
ელექტრონულ აუქციონზე, საინვესტიციო ვალდებულებებით, წყალტუბოში მდებარე შემდეგი ობიექტებია გამოტანილი:
- ყოფილი სანატორიუმი „უშიშროება“: საწყისი ფასი - 8 470 000 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 25 410 000 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „მედეა“: საწყისი ფასი - 5 820 000 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 10 000 000 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“: საწყისი ფასი - 5 232 300 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 15 696 900 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „თბილისი“: საწყისი ფასი - 3 142 300 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 9 426 900 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“: საწყისი ფასი - 3 124 500 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 9 373 500 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“: საწყისი ფასი - 3 091 200 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 9 273 600 ლარი;
- ყოფილი სასტუმრო „წყალტუბო“: საწყისი ფასი - 2 988 000 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 8 964 000 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „აია“: საწყისი ფასი - 2 802 300 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 8 406 900 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“: საწყისი ფასი - 2 600 000 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 7 800 000 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „ფილიალი“: საწყისი ფასი - 2 179 000 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 6 537 000 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „სავანე“: საწყისი ფასი - 2 123 400 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 6 370 200 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „სამგურალი“: საწყისი ფასი - 2 043 000 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 6 129 000 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „გელათი“: საწყისი ფასი - 1 969 300 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 5 907 900 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „გეოლოგი“: საწყისი ფასი - 1 422 000 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 4 266 000 ლარი.
4 აგვისტოს გახდება ცნობილი დაინტერესდება თუ არა კერძო სექტორი მთავრობის მიერ შეთავაზებული ქონებით.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ელის, რომ წყალტუბოს აღსადგენად 500 მლნ ლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. მისი განცხადებით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დამატებით, ათეულობით მილიონის ინვესტირება მოახდინოს იმისთვის, რომ წყალტუბო ბადენ-ბადენის დონის კურორტი გახდეს.