LIVE

ეიფელის კოშკი რესტავრირებას საჭიროებს

05 ივლ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 936
ეიფელის კოშკი რესტავრირებას საჭიროებს

ფრანგული ჟურნალის Marianne-ს მიერ გავრცელებული კონფიდენციალური ანგარიშების თანახმად, ეიფელის კოშკი ჟანგით არის გაჟღენთილი და ძირეულ რემონტს საჭიროებს. თუმცა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის წინ, მას მხოლოდ კოსმეტიკურად შეღებავენ. სამუშაოს ღირებულება 60 მილიონი ევროა. მსგავსი სამუშაო კოშკზე უკვე მეოცედ ტარდება.

324 მეტრის სიგრძის რკინის კოშკი, რომელიც გუსტავ ეიფელის მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა მსოფლიოში. ის ყოველწლიურად დაახლოებით ექვს მილიონ ვიზიტორს იღებს.

“გუსტავ ეიფელი რომ ესტუმროს ამ ადგილს, გულის შეტევა დაემართება”, - განაცხადა მარიანას კოშკის ერთ-ერთმა მენეჯერმა.

კოშკის დაახლოებით 30% უნდა გაშიშვლებულიყო და შემდეგ ორი ახალი ფენა საღებავი წაესვათ. სამუშაო COVID-ის პანდემიამ და ძველ საღებავში ტყვიის არსებობამ შეაფერხა. შედეგად, ეიფელის კოშკის მხოლოდ 5% დამუშავდება. თუმცა, კომპანიას, რომელიც ზედამხედველობს კოშკს, არ სურს პოპულარული ტურისტული ადგილის დიდი ხნით დახურვა და შემოსავლის დაკარგვა.