LIVE

მთავრობამ აუქციონებზე იმერეთში მდებარე 24 ობიექტი გამოიტან, თუმცა მხოლოდ ერთი გაიყიდა

04 ივლ 202217:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 790
მთავრობამ აუქციონებზე იმერეთში მდებარე 24 ობიექტი გამოიტან, თუმცა მხოლოდ ერთი გაიყიდა

იმერეთის რეგიონში მდებარე 24 სახელმწიფო ქონებიდან მხოლოდ ერთი გაყიდა, 23 აუქციონი კი არ შედგა.

ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონები დღეს დასრულდა და შედეგად ინვესტორი მხოლოდ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე 34695.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს გამოუჩნდა. ქონების საწყისი ფასი 750 000 ლარი იყო, საბოლოოდ კი 752 000 ლარად გაიყიდა. 

აღსანიშნავია, რომ 24 ობიექტიდან ყველაზე ძვირად, 10 055 000 ლარად, ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანა იყიდებოდა.  

შეგახსენებთ, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში და მის მიმდებარედ არსებული 24 უძრავი ქონება გასაყიდად ელექტრონულ აუქციოზე ივნისში გამოიტანა. ობიექტების საერთო საწყისი ღირებულება 43 746 250 ლარი იყო.

ცნობისთვის, მთავრობა ელის, რომ მიმდინარე წელს პრივატიზაციიდან 300 მლნ ლარს მიიღებს.