LIVE

Tesla-ს მიწოდება წინა კვარტალში 254,695 ავტომობილამდე შემცირდა

03 ივლ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 657
Tesla-ს მიწოდება წინა კვარტალში 254,695 ავტომობილამდე შემცირდა

Tesla-მ სამი თვის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით მომხმარებლებს 254,695 ავტომობილი მიაწოდა, რაც კვარტალური მოგების ორწლიანი სერიის შეწყვეტას ნიშნავს. წარმოება შანხაის ქარხანაში პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა.

შედეგები, რომელიც შაბათს გამოქვეყნდა, ასცდა 261,181-იან პროგნოზს, რაც ანალიტიკოსების ვარაუდების საშუალო მაჩვენებელი იყო. რიცხვი ასევე ჩამოუვარდება რეკორდულ 310,048 ავტომობილს, რომელიც კომპანიამ მომხმარებელს გასულ სამ თვეში მიაწოდა, თუმცა აღემატება 201,250-ს, რომელიც წინა წლის ამავე კვარტალში დაფიქსირდა.

მიწოდების მონაცემები მნიშვნელოვანი ინდიკატორია ელექტრომობილების კომპანიისთვის, რადგან ის ინფორმაციას გვაწვდის კომპანიის ფინანსურ ეფექტურობაზე. ეს მაჩვენებელი ასევე ფართოდ განიხილება, როგორც ბარომეტრი ზოგადად ელექტრომობილების მოთხოვნისთვის, რადგან ტეხასში დაფუძნებული კომპანია ბატარეაზე მომუშავე ავტომობილების ბაზარზე ლიდერია.

კომპანიის დირექტორმა ილონ მასკმა თანამშრომლები "ძალიან მძიმე კვარტლის" შესახებ გააფრთხილა. თუმცა, შანხაის ქარხნის დროებითმა დახურვამ შესაძლოა უკანასკნელ კვარტალურ მაჩვენებელზე განსაკუთრებით იმოქმედა. მასკის თქმით, მესამე და მეოთხე კვარტალში ბევრად მაღალი წარმოებაა მოსალოდნელი. მისი თქმით, Tesla წელიწადში 1.5 მილიონი ავტომობილის წარმოებისკენ მიემართება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანა ჰალი