LIVE

იუან-რუბლის ვაჭრობამ ექვსთვიან მაქსიმუმს მიაღწია

01 ივლ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 713
იუან-რუბლის ვაჭრობამ ექვსთვიან მაქსიმუმს მიაღწია
Bloomberg

იუან-რუბლის ვაჭრობის მოცულობამ ივნისში ექვსთვიან მაქსიმუმს მიაღწია, რაც პანდემიის შემდეგ რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, გაზრდილი იმპორტითა და უცხოურ ვალუტაში ტრანზაქციების ზრდით აიხსნება.

ჩინეთის სავალუტო ვაჭრობის სისტემის მონაცემებით, გასულ თვეში იუან-რუბლის წყვილის ვაჭრობის მოცულობა ბანკთაშორის ბაზარზე 321 მილიონ იუანამდე ($48 მილიონი) გაიზარდა. რუბლი ერთ-ერთია 24 ვალუტიდან, რომელიც იუანთან პირდაპირ ივაჭრება.

მაისში რუსეთში ჩინეთიდან ექსპორტი 14%-ით გაიზარდა. ურთიერთობის გაღრმავება ორ ქვეყანას შორის მზარდ სავაჭრო კავშირებზე მიუთითებს. უკრაინაში ომის დაწყების და დასავლეთის მიერ რუსეთის იზოლირების შემდეგ, კრემლი საქონლის მიმწოდებლებს ეძებს.

ჩინეთიდან გადაზიდვების ზრდა შესაძლოა, ასევე, უკავშირდებოდეს ივნისში Covid-19 პანდემიის რეგულაციების შემსუბუქებას. 

რუსეთისა და ჩინეთის ძალისხმევა, თავი აარიდონ დოლარის ტრანზაქციებს, უფრო ფართო რისკებისგან დისტანცირების სტრატეგიის ნაწილია. მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ იუან-რუბლის წყვილში ვაჭრობის მოცულობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 1 067%-ით, თითქმის $4 მილიარდამდე გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია