LIVE

რუსმა ჰაკერებმა ნორვეგიის საჯარო სერვისების ვებგვერდებს შეუტიეს

30 ივნ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 502
რუსმა ჰაკერებმა ნორვეგიის საჯარო სერვისების ვებგვერდებს შეუტიეს

რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა ნორვეგიის საჯარო სერვისების ვებგვერდებზე სერიული შეტევები განახორციელა.

ნორვეგიის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს განცხადებით, ის რიგ ორგანიზაციებს სავარაუდო პრორუსული ჯგუფის კიბერშეტევებთან გამკლავებაში ეხმარება. ზოგიერთმა ვებსაიტმა შეფერხებები განიცადა, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს მინიშნება, რომ სენსიტიური ან პირადი ინფორმაცია საფრთხის წინაშეა.

საჯარო ადმინისტრაციის პორტალი, ონლაინ საბანკო საიდენტიფიკაციო სერვისის კორპორაციული გვერდი და ნორვეგიის შრომის ინსპექციის ორგანო მათ შორის იყვნენ, ვისზეც შეტევა განხორციელდა. 25 წუთის განმავლობაში გათიშული იყო ნორვეგიის უდიდესი გაზეთიც.

მსგავსი შეტევების სამიზნეები გახდნენ NATO-ს სხვა წევრებიც, ლიეტუვის თავდაცვის ხელმძღვანელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანამ მიმდინარე კვირაში უპრეცედენტო კიბერშეტევა განიცადა. ეს მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ სანქცირებული საქონლის რუსეთისკენ ტრანზიტის დაბლოკვას დაიწყებდა.

ნორვეგიამ ასევე უარი თქვა სანქცირებული რუსული საქონლის ტრანზიტზე, როგორც უკრაინაში შეჭრის შემდეგ განხორციელებული ღონისძიებების ნაწილი. TV2-ის მიხედვით, გასულ კვირას დაბლოკილი ორი კონტეინერის გადაზიდვა გემებისა და მანქანებისთვის სათადარიგო ნაწილებს მოიცავდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტივენ ტრელოარი