LIVE

მომავალი კვირიდან შვეიცარიაში რევოლუციური "წყლის ბატარეა" ამუშავდება

03 ივლ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1293
მომავალი კვირიდან შვეიცარიაში რევოლუციური "წყლის ბატარეა" ამუშავდება

მომავალი კვირიდან შვეიცარიაში ფუნქციონირებას დაიწყებს "წყლის ბატარეა", რომელსაც 400 000 ელექტრომობილის ბატარეის ეკვივალენტური ელექტროენერგიის შენახვა შეუძლია.

ბატარეა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შვეიცარიასა და ევროპაში ელექტრომომარაგების სტაბილიზაციაში, რამდენადაც მას დიდი ოდენობით ჰიდროელექტრო ენერგიის შენახვისა და გენერირების უნარი აქვს.

რა არის "წყლის ბატარეა"? 

"წყლის ბატარეა" იგივე სატუმბი ელექტროსადგური ჰიდროელექტრო ენერგიის შენახვის საშუალებაა. ბატარეა შედგება წყლის ორი დიდი აუზისგან, რომელიც სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს.

ჭარბი ელექტროენერგია ქვედა აუზიდან ზედა აუზში იტუმბება. როდესაც ელექტროენერგია საჭიროა, წყლის მიმართულება იცვლება. წყლის ნაკადის ბრუნვა ამოძრავებს ტურბინას, რომელიც გამოიმუშავებს ჰიდროელექტრო ენერგიას.

ჰიდრო ბატარეები განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარბი ენერგიის შესანახად, რომელიც წარმოიქმნება არარეგულარული ენერგიის წყაროებით, როგორიცაა ქარი, მზე და ბირთვული ენერგია.

"წყლის ბატარეები" ენერგიის შენახვის ამჟამად ხელმისაწვდომი ყველაზე მძლავრი საცავია.

რატომ ააშენა შვეიცარიამ წყლის უზარმაზარი ბატარეა?

კომპანია Nant de Drance-ის მიერ აშენებული შვეიცარიული ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 1 ივლისს შევა.

სადგურს აქვს ექვსი ტურბინა. მისი საერთო სიმძლავრე შეადგენს 900 მეგავატს, რაც 900 000 სახლი მომარაგებისთვისაა საკმარისია. 

მას 20 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის შესანახი სიმძლავრე აქვს, რის გამოც, იმედოვნებენ, რომ წყლის ბატარეა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ენერგეტიკული ქსელების სტაბილიზაციაში.

ცხელ დღეებში, მაღალი მოთხოვნის პერიოდში, ბატარეას შეუძლია შეამციროს ქსელის გადატვირთვის ალბათობა. 

"წყლის ბატარეის" აგების საინჟინრო გამოწვევები

ბატარეა შვეიცარიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ვალეს კანტონში Emosson-სა და Vieux Emosson რეზერვუარებს შორის მიწისქვეშ 600 მეტრში მდებარეობს. 

მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და საინჟინრო გამოწვევების გამო, მის დასრულებას 14 წელი დასჭირდა, რადგან საჭირო იყო ალპებში 18 კილომეტრიანი გვირაბების გათხრა. 

2012-დან 2016 წლამდე, Vieux Emosson-ის კაშხლის სიმაღლე 20 მეტრით გაიზარდა, რათა წყალსაცავებმა მეტი წყალი შეინახონ და მეტი ენერგია გამოიმუშაონ.