LIVE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

27 ივნ 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 604
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.9349 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9360 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.11 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1066 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0954 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.12 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.