LIVE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

27 ივნ 202210:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 802
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კასპის რაიონში, სოფელ თვალადში არსებული ლუდსახარში ფართოვდება. 

პროექტის ჯამური ღირებულება 95,000 ლარს უტოლდება. ბანკის მხარდაჭერით კი 47,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა.

კომპანია ყოველთვიურად 5 ტონა გაუფილტრავ ლუდს აწარმოებს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ახალი სამაცივრე ინვენტარი და ლუდის სახარში ცისტერნები შევიძინეთ. ასევე, გავმართეთ ჭაბურღილი. შედეგად, გაგვეზარდა წარმოებისა და რეალიზაციის მოცულობა. ჩვენს პროდუქციას ნატურალურობა გამოარჩევს. გვსურს, სამომავლოდ მეტად გავზარდოთ წარმოება და ამით ხელი შევუწყოთ რეგიონის განვითარებას“, - აცხადებს ილია გურასპაშვილი, კომპანიის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდასაჭერად, ახალი, მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. 

(R)