LIVE

რუსეთს დეფოლტამდე რამდენიმე საათი აშორებს

26 ივნ 202216:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 1326
რუსეთს დეფოლტამდე რამდენიმე საათი აშორებს

თვეების განმავლობაში დეფოლტის ზღვარზე მყოფ რუსეთს ახლა ფინანსური ბრძოლის დრამატულ მომენტამდე რამდენიმე საათი აშორებს.

ობლიგაციებზე $100 მილიონიანი გამოტოვებული გადახდის საშეღავათო პერიოდი დღეს სრულდება. ოფიციალური დეკლარაცია არ იქნება, მაგრამ თუ ინვესტორები დედლაინამდე გადახდას ვერ მიიღებენ, ორშაბათს დილით, ობლიგაციების დოკუმენტების მიხედვით, დეფოლტი დადგება.

ახლა საკითხავია, რა მოხდება შემდეგ, რადგან ბაზრები უნიკალური სცენარის წინაშე დადგებიან, სადაც დეფოლტირებული მსესხებელი, რომელსაც ყველა რესურსი და სურვილი აქვს ვალდებულებები დააკმაყოფილოს, გადახდას ვერ ახორციელებს.

როგორც წესი, დეფოლტის დეკლარაციას ძირითადი სარეიტინგო სააგენტოები გამოსცემენ, თუმცა სანქციები მათ რუსეთთან თანამშრომლობას უკრძალავს. ობლიგაციების მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი განცხადება გააკეთონ, მაგრამ შესაძლოა მათ სიტუაციის მონიტორინგი არჩიონ და ფულის უკან დაბრუნების გზები ეძებონ.

ამავდროულად, რუსეთი დაობს, რომ საკუთარ ვალდებულებებს თანხის გადამხდელ აგენტთან გადარიცხვით აკმაყოფილებს მიუხედავად იმისა, რომ ობლიგაციების მფლობელებს ეს გადახდები არ მიუღიათ.

მიმდინარე კვირაში ქვეყანამ ობლიგაციებისთვის რუბლში გადაიხადა, რომელიც ამ ვალუტაში გადახდებს არ იღებს.

ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა ვალუტის შეცვლის გამართლებად ფორსმაჟორი დაასახელა და სიტუაციას ფარსი უწოდა. იურისტების თქმით, ფორსმაჟორის სამართლებრივი არგუმენტი ისტორიულად სანქციებს არ მოიცავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გიულია მურფორგო