LIVE

აშშ კიდევ სამ რუსულ ავიაკომპანიას ასანქცირებს

25 ივნ 202216:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 758
აშშ კიდევ სამ რუსულ ავიაკომპანიას ასანქცირებს

შეერთებული შტატები სამ რუსულ ავიაკომპანიას, მათ შორის Aeroflot-ის შემადგენლობაში მყოფ კომპანიას, ამერიკული ნაწილებისა და მომსახურების მიღებას უკრძალავს.

Pobeda, Nordwind Airlines და S7 Airlines-ი, სამი უმსხვილესი გადამზიდავი Aeroflot-ის შემდეგ - ის კომპანიებია, რომლებსაც შეეხო სააღსრულებო ზომები კომერციის დეპარტამენტისგან ექსპორტის კონტროლის დარღვევისთვის, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

ზომები რვამდე გაზრდის იმ რუსული ავიაკომპანიების რაოდენობას, რომლებიც მოწყვეტილი არიან ნაწილების, კომპონენტებისა და ტექნიკური მომსახურებისგან, რაც მათ ოპერაციების შესანარჩუნებლად ესაჭიროებათ.

Bloomebrg-ის ორიგინალური სტატია