
ბიტკოინის ეპიკური ვარდნა მსოფლიოს ყველაზე კრიპტო მეგობრულ ქვეყანაში საგარეო ვალის კრიზისს ამძაფრებს.
სალვადორის მიერ ბიტკოინის ლეგალურ ვალუტად მიღებიდან 1 წლის შემდეგ, ერმა თითქმის $56 მილიონი დაკარგა, რაც სალვადორის ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით საკმაოდ დიდი თანხაა.
დანაკარგები ამჟამად პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს მიერ 2,301 ბიტკოინის შესაძენად დახარჯული თანხის ნახევარს წარმოადგენს. მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი ზედიზედ მეცხრე სესიის განმავლობაში იკლებს, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი ვარდნის ეპიზოდია. თუმცა, ვარდნის მასშტაბმა ბუკელე არ შეაშინა, სალვადორის პრეზიდენტმა სამშაბათს Twitter-ზე მიანიშნა, რომ ეს შესაძლოა ყიდვის შესაძლებლობა იყოს.
You’re telling me we should buy more #BTC? https://t.co/jwvn0A1kTb
— Nayib Bukele (@nayibbukele) June 14, 2022
პრეზიდენტის ტვიტებზე დაყრდნობით, ერმა ბოლოს ერთი თვის წინ 500 ბიტკოინი იყიდა.
სალვადორის მიერ საჭირო დაფინანსების მოპოვების და ვალების გადახდის შესაძლებლობის გარშემო მზარდმა შეშფოთებამ S&P Global Ratings-ი აიძულა ერის რეიტინგი მიმდინარე თვეში CCC+-მდე დაეწია, რაც მას უკრაინასა და არგენტინასთან ათანაბრებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდნი მაკი