LIVE

მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკა დანიას აქვს

15 ივნ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 918
მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკა დანიას აქვს
Carsten Snejbjerg/Bloomberg

დანიამ გადაუსწრო შვეიცარიას, როგორც მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან ეკონომიკას მას შემდეგ, რაც სკანდინავიურმა ერმა აჯობა კონკურენტებს პანდემიის დროს. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი IMD Business School-მა გამოაქვეყნა.

დანიამ, 34 წლის განმავლობაში პირველად, 2022 წელს მესამე ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა. 

“დანია არის მოწინავე ქვეყანა ციფრულ ტექნოლოგიებში და ახლა პირველ ადგილზეა სწორი პოლიტიკის, უპირატესობების, მდგრადობაზე მკაფიო ფოკუსირებისა და მოქნილი კორპორაციული სექტორის გამო”, - ნათქვამია IMD-ის განცხადებაში.

სკანდინავიის სხვა ქვეყნების მსგავსად, დანიის ეკონომიკამ უფრო კარგად გაუძლო ლოკდაუნს, ვიდრე სხვა მდიდარი ქვეყნების უმეტესობამ, რასაც დაეხმარა ძლიერი სოციალური უსაფრთხოების ქსელები, ვალის დაბალი დონე და ციფრული პროგრესი, ისევე როგორც ტურიზმზე დაბალი დამოკიდებულება.

მთავრობის შეფასებით, დანიაში უმუშევრობა ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა, ხოლო ეკონომიკა, სავარაუდოდ, წელს 3,4%-ით გაიზრდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტიან ვინბერგი